"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა კაზემირომ მხარი დაუჭირა მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს ვინისიუს ჟუნიორს. მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატის გასულ მატჩში ბრაზილიელი კიდევ ერთხელ გახდა რასიზმის მსხვერპლი.
აღნიშნული მატჩი "მესტალიაზე" "ვალენსიას" გამარჯვებით მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა.
"იმედგაცრუებული და ძალიან მოწყენილი ვარ. სირცხვილია იმის დანახვა, როგორ მეორდება რასიზმის ეპიზოდები ჩემი თანამემამულის მიმართ.
ჩვენ ვერ შევეგუებით ამ პრობლემას, რომელიც სცდება სპორტის ფარგლებს, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს მთელ საზოგადოებაზე და რჩება დაუსჯელი ასეთი მომენტები", - წერს კაზემირო სოციალურ ქსელში.
2022/2023 წლების სეზონში ვინისიუს ჟუნიორმა 54 მატჩი ჩაატარა. მათში ბრაზილიელმა 23 გოლი გაიტანა ხოლო თანაგუნდელებს და 21 საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ინტერვიუები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.