თბილისი:
მანჩესტერი:
22-05-2023, 18:58
ავტორი: Saka,
ნანახია: 846,
კომენტარები: 8
დეკლან რაისის საგა გრძელდება
ინგლისური "გიგანტების" სატრანსფერო ბრძოლა.
დეკლან რაისის საგა გრძელდება
"არსენალს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დეკლან რაისის გადაბირება სურს.

"ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი კი თანხმაა ფეხბურთელების გაცვლაზე, რადგან რაისის წასვლისგან დატოვებული სიცარიელე შეავსოს გუნდში.

Athletic-ის ცნობით "მეთოფეები" დეკლან რაისთან ერთად მეისონ მაუნტის დამატებასაც გეგმავენ. რა თქმა უნდა, მათი კონკურენტი რაისის ტრანსფერისთვის "მანჩესტერ იუნაიტედია". ტენ ჰაგს სურს მაღალი დონის ნახევარმცველის დამატება, რაისი კი ერთ-ერთ პრიორიტეტულ ვარიანტს წარმოადგენს "წითლებისთვის".

ინგლისელ ფეხბრთელს ერთი წელი დარჩა "ვესტ ჰემთან" კონტრაქტის ამოწურვამდე, "ჩაქუჩებს" შეუძლიათ მისი შენარჩუნება, თუმცა კლუბში ხვდებიან, რომ ნახევარმცველის ტრანსფერი გარდაუვალია მაინც. მათი მიზანი ამ ტრანსფერისგან სარგებლის მიღებაა.

"არსენალს" სურს რის ნელსონი, ფოლარინ ბალოგუნი და ალბერტ სამბი-ლოკონგა ჩართოს დეკლან რაისის ტრანსფერში. გუნდის ხემძღვანელობა ვარაუდობს, რომ ეს ბარტერი დევიდ მოიესისთვისაც მიმზიდველი იქნება.
ტრანსფერები
8 კომენტარი
№1
ავტორი: manubro
22 მაი 2023 19:11
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
გიმარაეში მეთქი !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№2
ავტორი: Saka
22 მაი 2023 19:15
  • სიახლეები: 101
  • კომენტარები: 69
ციტატა: manubro
გიმარაეში მეთქი !

რა ნახეს ამ რაისში ასეთი? ნუ კაი იგროკია კი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზედმეტად გადაფასებულია. ჩემი აზრით, მანჩესტერს ყველაზე მეტად მაკალისტერი მოუხდება.
0
№3
ავტორი: ikeoni
22 მაი 2023 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
ციტატა: Saka
ციტატა: manubro
გიმარაეში მეთქი !

რა ნახეს ამ რაისში ასეთი? ნუ კაი იგროკია კი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზედმეტად გადაფასებულია. ჩემი აზრით, მანჩესტერს ყველაზე მეტად მაკალისტერი მოუხდება.

მაკალისტერი ჩათვალეთ ლივერპულის ფეხბურთელია უკვე
0
№4
ავტორი: K1llsw1tch
22 მაი 2023 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ციტატა: manubro
გიმარაეში მეთქი !


გიმარაეშს ვინ მოგვცემს, ახალი მისულია ნიუკასლში და გუნდსაც უკვე ფული და ამბიციები აქვს, აღარ დაყიდის თავის კარგ ფეხბურთელებს ასე ადვილად. რამე სხვა არის საჩალიჩო, ეს რაისი ინგლისური "ნიჭის" 95%-ივით მაღალმოსალოდნელი ჩაფლავებაა. ასეთები ისედაც საკმარისად გვყავს...
0
№5
ავტორი: Saka
22 მაი 2023 21:19
  • სიახლეები: 101
  • კომენტარები: 69
ციტატა: ikeoni
ციტატა: Saka
ციტატა: manubro
გიმარაეში მეთქი !

რა ნახეს ამ რაისში ასეთი? ნუ კაი იგროკია კი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზედმეტად გადაფასებულია. ჩემი აზრით, მანჩესტერს ყველაზე მეტად მაკალისტერი მოუხდება.

მაკალისტერი ჩათვალეთ ლივერპულის ფეხბურთელია უკვე

ძაან გააძლიერებთ. ნუ დე იოგნი გამორიცხულია, რაის ტრანსფერიც ძნელი განსახორციელებელი იქნება, ტაკ შტო საინტერესოა ვისზე გაკეთდება აქცენტი. ჯეიმს მედინოსი გადმოყვანა არ იქნება რთული, ეგ კიდე რამდენად გაქაჩავს მანჩესტერში რთული სათქმელია.
0
№6
ავტორი: kashmara
22 მაი 2023 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
მოიზეს კაისედო დაიდოს
0
№7
ავტორი: Mishiko82
23 მაი 2023 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
ზედმეტად ძვირს აფასებენ 120 მილიონ ფუნტს დაახლოებით 140 მილიონ ევროს უბრალოდ იდიოტობა იქნება ამ ბიჭში ამხელა თანხის გადახდა, ჩემი აზრით თუ ნახევარ მცვილის დამატებას აპირებენ მილინკოვიჩ-სავიჩი ან მაკალისტერის მოყვანა ლარგი ვარიანტი იქნება, დიდიხანია სავიჩის თამაშებს ვუყურებ და დავრწმუნდი რომ იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარ მცველია რომელსაც სიამოვნებით ვიხილავდი მანიუში.
0
№8
ავტორი: FergieTime1
23 მაი 2023 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
რაისი კარგი დონის მოთამაშეა, მაგრამ 120 ლიმონი არ ღირს ნამდვილად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top