გავრცელებული ინფორმაციით, "ასტონ ვილა" ანტონი მარსიალის იჯარის წესით დამატების ვარიანტს განიხილავს.
ფრანგის მომავალი "იუნაიტედში" გაურკვეველა, რადგან, ტენ ჰაგს სურს მაღალი დონის ფორვარდის დამატება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. მარსიალმა ამ სეზონში 27 მატჩში 8 გოლის გატანა შეძლო.
"ასტონ ვილამ" სეზონის მეორე ნახევარი ბრწყინვალედ ჩაატარა უნაი იმერის ხემძღვანელობით, რომელმაც ოქტომბერში სტივენ ჯერარდი ჩაანაცვლა. გუნდის მენეჯმენტს სურს, მომდევნო სეზონში "ლომებმა" ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძოლონ.
FootballTransfers-იტყობინება, რომ "ასტონ ვილა" გეგმავს მარსიალის ერთწლიანი იჯარის წესით დამატებას. ემერის სურვილი მრავალმხრივი ფორვარდის შეძენაა, რომელსაც ბევრი გოლის გატანა შეეძლება.
ტრანსფერები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.