მოჰამედ კუდუსმა "აიაქსის" ხემძღვანელობას განუცხადა, რომ ზაფხულში კლუბის დატოვება სურს.
The Athletic-ის ინფორმაციით განელმა ნახევარმცველმა გასულ თვეს არ გააფორმა ახალი ხელშეკრულება ჰოლანდიურ გუნდთან. კუდუსის ანგარიშზე ამ სეზონში 22 გატანილი გოლია ყველა ტურნირზე. მოჰამედს მოქმედი კონტრაქტი "აიაქსთან" 2025 წლამდე აკავშირებს.
ამსტერდამული გუნდისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ფეხბურთელების გაყიდვა, ამის ბევრი მაგალითი გვაქვს გასულ წლებში. შემტევი ნახევარმცველის სავარაუდო სატრანსფერო ფასი 40 მილიონია.
ამჟამად პრემიერ ლიგის სამი კლუბი გამოხატავს ინტერესს კუდუსის მიმართ: "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი" და "ნიუკასლი". 22 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში ძალიან ახლოს იყო "ევერტონში" გადასვლასთან, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა.
ტრანსფერები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.