პირველი ტრანსფერი და ახალი სახე, "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი ცენტრალური მცველის შეძენასთან ძალიან ახლოს არის.
Il Matino-ს მიერ გავრცელებული ცნობით, ინგლისური გიგანტის რიგებს კიმ მინ ჯაე შეუერთდება, იტალიელებთან არსებული გარიგება თითქმის დასრულებულია.
სამხრეთ კორეელი მცველისთვის დავაში ინგლისელებმა ფრანგულ "პსჟ"-ს და "ლივერპულს" გადაუსწრეს. ჯაეს სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
კიმ მინი "ნაპოლიში" გასულ ზაფხულს სტამბოლის "ფენერბახჩე"- დან 18 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მასთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება, რომელიც გათვლილი იქნება 2025 წლის შუა რიცხვებამდე.
მცველმა მიმდინარე სეზონში 43 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.