"ბარსელონას" ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა ახსნა, თუ რატომ ჩაიშალა მისი ტრანსფერი "იუნაიტედში".
გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი სიახლე ვრცელდებოდა ჰოლანდიელი ფეხბურთელის შესახებ. ცნობილი გამოცემები ამტკიცებდნენ, რომ მისი "ბარსადან" წასვლა უკვე გადაწყვეტილი იყო.
თავის მხრივ ტენ ჰაგს სურდა ყოფილ შეგირდთან მუშაობა. ფრენკი კი ამბობს, რომ მას არასდროს უფიქრია კატალონიური კლუბის დატოვება.
"იუნაიტედმა" გამართა მოლაპარაკებები "ბარსასთან", ამას ვადასტურებ. კლუბი მძიმე მდგომარეობაში იყო, მათ ჩემი გაყიდვა სურდათ დიდი თანხის სანაცვლოდ. თუმცა მე არ მინდოდა გუნდის დატოვება და შესაბამისად, საბოლოოდ ისევ აქ ვარ.
ახლახანს ლა ლიგის ტიტულს დავეუფლე, ჩემი სურვილი "ბარსელონაში" დიდი ხნით დარჩენაა. ნაკრებთან ერთად ვგეგმავ ერთა ლიგის მოგებას, რომელიც არ არის ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის დონის ტურნირი, თუმცა ვფიქრობ კარგი იქნება, თუ ამის გაკეთებას შევძლებთ.",-აცხადებს დე იონგი.
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.