ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაიერი, რომლის "მანჩესტერული" კარიერა რიგიანი ნამდვილად ვერ გამოდგა სავარაუდოდ, მომავალ ზაფხულს საკლუბო რეგისტრაციას შეიცვლის.
Football Transfers-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის მოთამაშემ შესაძლოა კარიერა ერთ-ერთ ლონდონურ კლუბში გააგრძელოს.
ინგლისელის მიმართ ინტერესს "ტოტენჰემი" და დევიდ მოიესის "ვესტ ჰემი" იჩენენ, რომლებიც თავის მხრივ აქტიურად არიან ჩართულნი ცენტრალური მცველის ძიებაში.
თუ სპორტულ პრესას დავეყრდნობით ამ დროისთვის, "ტოტენჰემი" უფრო სავარაუდოა ჰარის კარიერის გაგრძელებისათვის, თუმცა ჩრდილოეთ ლონდონში ახალი მენეჯერის მოსვლით, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.
აღსანიშნავია, რომ მაგუაირის ტრანსფერის ოდენობა შეიძლება იყოს დაახლოებით 40 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 46 მილიონი ევრო).
ბოლო წლებში ჰარი მაგუაირი რეგულარულად განიცდიდა კრიტიკას მოედანზე დაშვებული შეცდომების გამო რის შემდეგაც მისი კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცა.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.