"გენტის" 20 წლის ფორვარდმა გიფტ ორბანმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის აცხადებს, რომ პრემიერ ლიგა მისთვის მიმზიდველი ჩემპიონატია.
ნიგერიელმა ამ სეზონში დიდი ყურადღება მიიპყრო, მის ანგარიშზე 19 გატანილი გოლია. ორბანმა აგრეთვე შესანიშნავად გამოიჩინა თავი კონფერს ლიგაზეც.
გავრცელებული ინფორმაციით, "იუნაიტედმა" სკაუტები გაგზავნა ბელგიაში ფეხბურთელზე უკეთ დაკვირვების მიზნით. ორბანის მიმართ ინტერესს "ჩელსი" და "ტოტენჰემიც" გამოხატავენ. ჰაგის მთავარი სამიზნე ჰარი კეინია, თუმცა თუ მისი ტრანსფერი ვერ განხორციელდა, "წითლებისთვის" ერთ-ერთი ალტერნატივა ნიგერიელი იქნება.
"მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშზე რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. პრემიერ ლიგაში ჩემი ფავორიტი გუნდები "ლივერპული", "იუნაიტედი" და "სიტი" არიან.
"არსენალის" მიმართ არ მაქვს სიმპატიები, თითქოს მათ არ სურთ ტიტულების მოგება. მე მინდა გადავიდე ისეთ გუნდში, სადაც წარმატებული კარიერა მექნება.",-აცხადებს ორბანი.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.