თბილისი:
მანჩესტერი:
21-05-2023, 07:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 695,
კომენტარები: 4
დე ხეა: "კაზემირო თავდასხმაში უნდა დავაყენოთ"
კიპერის მატჩისშემდგომი განცხადება.
დე ხეა:
მნიშვნელოვანი მატჩი პრემიერ ლიგის დასკვნით ფაზაში, მნიშვნელოვანი სამი ქულა და უდიდესი ალბათობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოთხეულში ადგილი გაინაღდა.

"ბორნმუთის" დამარცხების შემდეგ ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა მდევარ "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრი შანსები ფაქტიურად გაუქრო.

მატჩის შემდეგ კომენტარი "წითელი ეშმაკების" კარის დარაჯმა დავიდ დე ხეამაც გააკეთა რომელმაც აღნიშნულ მატჩში გოლის ავტორის კაზემიროს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ყველას ღრმააზროვნად გვქონდა გათავისებული, რომ დღევანდელ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველი 25 წუთი გადამწყვეტი იყო, ჩვენ იდეალურად დავიწყეთ, რამაც საბოლოოდ მოგვცა საშუალება გაცილებით მშვიდად გვეთამაშა.

რა თქმა უნდა, საბოლოოდ ეს ჩვენთვის ადვილი არ იყო, მაგრამ მთავარი შედეგია. რაც შეეხება კაზემიროს? ჩვენ ის შეტევაში უნდა დავაყენოთ (იცინის), შესანიშნავად აცნობიერებს თავის შანსებს და იყენებს მათ.

"ოქროს ხელთათმანი"? ეს მხოლოდ ჩემს თამაშს არ ეხება, მთელი გუნდის დამსახურებაა პრიზი რომელიც გადმომეცემა, ამ სეზონში დაცვაში შესანიშნავად ვითამაშეთ",
- ციტირებს BBC დე ხეას სიტყვებს.
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
21 მაი 2023 08:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11432
კაზე როარ გვეყიდა რა იქნებოდა წარმოდგენა არ მინდა
0
№2
ავტორი: Licha2001
21 მაი 2023 09:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 67
სიტის ტრიპლეტი წავართვათ და სეზონი ოდელურად დასრულდება
0
№3
ავტორი: Old Red Devil
21 მაი 2023 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ციტატა: ikeoni
კაზე როარ გვეყიდა რა იქნებოდა წარმოდგენა არ მინდა

ბევრი იძახდა და მეც მეგონა ფულზე მოვიდა თქო...არც ერიკსენის მეიმედებოდა...მოკლედ ეს ყველაფერში შევცდი და მიხარია
1
№4
ავტორი: Kate
22 მაი 2023 07:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: Licha2001
სიტის ტრიპლეტი წავართვათ და სეზონი ოდელურად დასრულდება

რეალისტურად? შანსი არ გვაქვს. სიტი საუკეთესოა 4აც არ უნდა მტკივნეული იყოს. აი კარგი ტრენერი და მფლობელების მხარდაჭერა რას ნიშნავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top