იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას სურს, ლისანდრო მარტინესს კარგი სეზონი ახალი კონტრაქტით დაუფასოს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" განიხილავს ლისანდრო მარტინესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას, რომლის მიხედვითაც არგენტინელი მცველი ბევრად მაღალ ანაზღაურებას მიიღებს. თუმცა, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა კმაყოფილია ლისანდროს პირველი სეზონით ეშმაკებში" - იუწყება რომანო.
ლისანდრო მარტინესი "იუნაიტედის" რიგებს მიმდინარე სეზონის დასაწყისში ამსტერდამის "აიაქსიდან" შეურთდა. მისი ტრანსფერი "წითელ ეშმაკებს" 56 მილიონი ევრო დაუჯდათ. თავისი შთამბეჭდავი თამაშით არგენტინელმა მალევე მოიგო გულშემატკივრების გულები.
ლისანდრომ მიმდინარე სეზონში "მანჩესტერის" მაისური 45 მატჩში მოირგო და ერთი გოლის გატანა მოახერხა. მარტინესი სერ მეტ ბასბის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.