მარკუს რეშფორდს რამდენიმე სიტყვა ჰქონდა სათქმელი ფილ ჯონსზე, რაც ცნობილი გახდა, რომ 31 წლის ინგლისელი დატოვებს გუნდს.
"თავიდან ფილი დიდად არ მეხმარებოდა. ვარჯიშზე გამუდმებით წიხლებს მირტყამდა. (იცინის). არა, არა, ის შესანიშნავი ადამიანია, რომელიც მუდმივად მზადაა დაგელაპარაკოს და რჩევა მოგცეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანების ყოლა გასახდელში".
"ფილი ბოლო დროს ძალიან უიღბლო იყო. ჰქონდა პერიოდი, როცა ზედიზედ 3-4 თამაშს ატარებდა და ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მან 100% გაიღო "იუნაიტედის" მაისურის ტარებისას. მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ".
ფილ ჯონსი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2011 წელს შეურთდა და გუნდის მაისურით 229 მატჩი ჩაატარა.
სტატიები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.