თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2023, 22:58
ავტორი: Saka,
ნანახია: 679,
კომენტარები: 5
"პსჟ" "იუნაიტედს" კიმის ტრანსფერში ეცილება
პარიზული გუნდი საქმეშია.
კიმ მინმა წინასწარი მოლაპარაკებები გამართა "პსჟ"-სთან, "ნაპოლის" ცენტრალური მცველის მიმართ ინტერესი დღითიდღე უფრო იზრდება.

26 წლის ფეხბურთელს ბოლო პერიოდში აქტიურად უკავშირებენ "იუნაიტედს". კიმმა შესანიშნავად გამოიჩინა თავი ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. მან აგრეთვე წარმატებას მიაღწია საკლუბო დონეზეც, ცოტა ხნის წინ სპალეტის გუნდმა ნანატრი სკუდეტოს მოგება იზეიმა.

როგორც იცით, ჰაგისთვის პრიორიტეტი მაღალი დონის ფორვარდის დამატებაა, თუმცა ამასთან მისი სურვილი დაცვის გაძლიერებაც არის. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით "წითლებმა" უკვე შეათანხმეს კორეელის ტრანსფერი, თუმცა მისმა აგენტმა კატეგორიულად უარყო ყოველივე ეს.

ფრანგული გამოცემა RMC Sport-ის ცნობით, "პსჟ"-ს სატრანსფერო სიაში კიმის სახელი ფიგურირებს და ფრანგები ყველაფერს გააკეთებენ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მცველის დასამატებლად.
ტრანსფერები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Kate
19 მაი 2023 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
იმედია მაინც ჩვენთან გადმოვა
0
№2
ავტორი: Old Red Devil
20 მაი 2023 07:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ისე ჩვენით ვინმე ჭ დივიზიონიდან როგორც ნაპოლმა იცის, ისე რომ ვითრიოთ ხალხი არა?სკაუტები რას აკეთებენ?
0
№3
ავტორი: Kate
20 მაი 2023 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: Old Red Devil
ისე ჩვენით ვინმე ჭ დივიზიონიდან როგორც ნაპოლმა იცის, ისე რომ ვითრიოთ ხალხი არა?სკაუტები რას აკეთებენ?

მეც ეგ კითხვა მაქვს-მარტო ნაპოლი არა, იტალიის გუნდებს შეხედე, რა ფასებად ყიდულობენ და ჩვენ ვიხდიტ უსაშვლო ფასებს
0
№4
ავტორი: ikeoni
20 მაი 2023 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
ციტატა: Kate
ციტატა: Old Red Devil
ისე ჩვენით ვინმე ჭ დივიზიონიდან როგორც ნაპოლმა იცის, ისე რომ ვითრიოთ ხალხი არა?სკაუტები რას აკეთებენ?

მეც ეგ კითხვა მაქვს-მარტო ნაპოლი არა, იტალიის გუნდებს შეხედე, რა ფასებად ყიდულობენ და ჩვენ ვიხდიტ უსაშვლო ფასებს

Ყველაზე მაგრები მაინც პორტო ბენფიკაა:))
0
№5
ავტორი: Kate
22 მაი 2023 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ახლა რომ 60 მილიონს აფასებენ კაისედოს თავის დროზე 4.5 მილიონი არ გადაიხადეს ჩვენებმა. ალბათ ფიქრობდნენ არ ივარგებდა. მაგრამ რა ვერ გავიგე იცი? რომც არ ევარგა- 5 მილიონად ყოველთვის გაყიდდნენ. რა პოლიტიკა გვაქვს სატრანსფერო გაუგებარია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top