ჰოლანდიელი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდა, ეს არის კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე "წითლებისთვის".
"იუნაიტედი" ამ სეზონში ტრავმებმა ძალიან დააზარალა. რა თქმა უნდა, მძიმე იყო კრისტიან ერიკსენის და ვან დე ბეეკის ტრავმებიც, აგრეთვე მოგვიანებით მაკტომინეიც შეურთდა მათ. 26 წლის ფეხბურთელმა დაზიანება იანვარში "ბორმუთთან" დაპირისპირებაში მიიღო, რის შემდეგაც ოპერაციის გაკეთება მოუწია.
ნაკლებად სავარაუდოა დონიმ შეძლოს დარჩენილ მატჩებში მონაწილეობის მიღება, თუმცა სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მისი რეაბილიტაციის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს.
"ყველაფერი კარგად მიდის, თავს უკეთესად ვგრძნობ. როდესაც ფეხბურთი შენი ცხოვრების ნაწილია, თანაგუნდელებთან ერთად ყოფნით და თამაშით იღებ სიამოვნებას. მე დღიდითდე უფრო ვუახლოვდები მოედანზე დაბრუნებას.",-აცხადებს დე ბეეკი.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.