ლიდერი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში, ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" რომელიც იტალიური "ნაპოლის" კორეელი ცენტრალური მცველის დათმობას არ აპირებს.
ივლისში ამოქმედდება კონტრაქტის პუნქტი რომლის თანახმადაც სამხრეთ კორეელი ხელმისაწვდომი იქნება არც მეტი არც ნაკლები 50 მილიონ ევროდ, "ნეაპოლელები" მეტს ვეღარ მოითხოვენ.
"იუნაიტედი" ტრანსფერში დარწმუნებულია, ხოლო ცნობილი საფეხბურთო ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ირწმუნება, რომ "წითელი ეშმაკები" 26 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში აშკარა ფავორიტები არიან.
ამ ეტაპზე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა თუმცა პრესაში ვარაუდობენ, რომ როგორც ინგლისური გრანდის ახალი მფლობელები გახდება ცნობილი ისე ტრანსფერზე მუშაობა უმალ დაიწყება.
კიმ მინის კანდიდატურას ფრანგული "პარი სენ ჟერმენიც" უმიზნებს.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.