"მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი დიმიტარ ბერბატოვი თვლის, რომ "წითლებმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფორვარდი და ცენტრალური მცველი უნდა დაიმატონ.
"იუნაიტედს" სამი მატჩი დარჩა პრემიერ ლიგაში ჩასატარებელი, გუნდის მიზანი ოთხეულში შესვლა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაა. კარაბაოს თასის მოგების შემდეგ ჰაგის შეგირდებს ასოციაციის თასის დაუფლების შანსიც აქვთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ იანვარში "იუნაიტედი" პრემიერ ლიგისთვის ბრძოლაშიც ჩაერთო მოკლე ხნით, თუმცა საბოლოოდ ტრავმების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით მალევე გამოეთიშა რბოლას. ჰაგის ხელში შეიმჩნევა პროგრესი, რადგან გუნდმა ბევრი იმედისმომცემი მატჩი შემოგვთავაზა ამ სეზონში.
ბერბატოვს სჯერა, რომ მაღალი დონის ცენტრალური მცველის და ფორვარდის დამატების შემთხვევაში "მანჩესტერი" შეძლებს პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას.
"რა თქმა უნდა, მათ თადამსხმელი უნდა დაიმატონ. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი "იუნაიტედისთვის". გუნდს სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც გაიტანს 20-ს ან მეტ გოლს სეზონში.
ჩემი აზრით, მაღალი დონის ცენტრალური მცველის საჭიროებაც არსებობს. თუ შენ გინდა დიდი მიზნებისთვის ბრძოლა, აუცილებელია ყველა რგოლი ძლიერი გქონდეს გუნდში. პრემიერ ლიგა რთული ტურნირია, სადაც თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს.",-აცხადებს ბერბატოვი.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.