Sky Sports იტყობინება, რომ შეიხმა ჯასემიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძენად მეოთხე შეთავაზება გააკეთა.
ყატარელი შეიხის განახლებული შეთავაზება ოთხშაბათს დილის საათებში გადაეცა Raine Group-ის წარმომადგენლებს. ის თითქმის 5 მილიარდ ფუნტს შეადგენს, თუმცა გლეიზერების მოთხოვნილ თანხაზე მილიარდით ნაკლებია.
"იუნაიტედის" შესაძენად გამართული მესამე და უკანასკნელი რაუნდი 28 აპრილს დასრულდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ გლეიზერების ოჯახს ბრიტანელი მილიარდერის სერ ჯიმ რედკლიფის შეთავაზება უფრო მოსწონს, შეიხმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა "იუნაიტედისკენ".
შეიხი მიიჩნევს, რომ მისი შეთავაზება საკმაოდ კონკურენტუნარიანია, რადგან იგი მთლიანად ფარავს "მანჩესტერ იუნაიტედის" თითქმის ერთ მილიარდიან ვალს. ის ასევე ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომელიც "ოლდ ტრაფორდის" და კლუბის სავარჯიშო ბაზის "კარინგტონის" რეკონსტრუქციაზე იქნება პასუხისმგებელი.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.