თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2023, 12:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 572,
კომენტარები: 4
მაკტომინაი გუნდის დახმარებას შეძლებს
შოტლანდიელი მალე დაბრუნდება.
მაკტომინაი გუნდის დახმარებას შეძლებს
ერიკ ტენ ჰაგის შემადგენლობის შოტლანდიელი წევრი სკოტ მაკტომინაი ლაზარეთს თავს სულ მალე დააღწევს.

მოგეხსენებათ ფეხბურთელი სამატჩო განაცხადებში 8 აპრილის მერე არ დაბრუნებულა, მისი ტრავმა არცთუ ისე მარტივი მოსაშუშებელი აღმოჩნდა.

"წითელი ეშმაკები" აქტიურად იბრძვიან პრემიერ ლიგის მოწინავე ოთხ გუნდს შორის ადგილის დასამკვიდრებლად, ოთხეულის კარზე კი იურგენ კლოპის "ლივერპულიც" აკაკუნებს.

გამომდინარე იქიდან, რომ "იუნაიტედს" სათასო ფინალიც სათამაშო მარაგში აქვს ტენ ჰაგის გუნდს რესურსები ნამდვილად დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მაკტომინაის გარდა ლაზარეთს თავი მარკუს რეშფორდმაც დააღწია.
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
18 მაი 2023 16:32
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: beqno22
არ ვიცი რატომ წამიშალეთ პოსტი მაგრამ მაინც დავწერ:

მეგობრებო წლებია მანჩესტერს ვგულშემატკივრობ და ყველა წაგებას მწარედ განვიცდიდი წლები უიმედოდ ველოდებოდი რომ რამე შეიცვლებოდა და გვეშველებოდა, მაგრამ აშკარაა რომ არაფერი აღარ გვეშველება, ყველა ფულის კეთებაზეა გადასული ჩვენს გუნდში და მეტი არაფერი არ უნდათ. ასე რომ მივიღე გადაწყვეტილება და ოფიციალურად ვადასტურებ რომ დღეიდან მე აღარ ვაპირებ ნერვების შლას ამ უქნარა, გამოუსადეგარი ფეხბურთელებისა და გუნდის გამო. მე ვწყვეტ ამ გუნდის ქომაგობას ჯანდაბამდე გზა ქონიათ. ან აქამდე რას ვიშლიდი ნერვებს მე მაინც წილს არავინ მაძლევდა ფულიდან. აგერ სიტიმ რა გუნდი ჩამოაყალიბა დაუმარცხებლები არიან ამაათმა კი მაგუაიერი ვერ გააგდეს გუნდიდან ფუუ რა სირცხვილია. ჯანდაბამდე გზა იუნაიტედ........... ჩემპიონშიფში მენახეეეეეეე............ ჯანდაბამდე გზაააა ჩემი ნერვების შეჭმისთვის................ თქვენ კი მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ბიჭებო წარმატებები....

ჯანდაბამდე გზა უსურვე გუნდს რომლის გულშემატკივრობასაც ვაგრძელებთ აქ ხალხი წლებია და ასე იქნება ყოველთვის სულ ჩემპიონშიფში რო გავარდეს იუნაიტედი ძაან ცუდი წასაკითხი იყო შენი კომენტარი ჩემს საიტზე და მაგიტო წავშალე ეხლაც იგივეს ვაპირებ.
0
№2
ავტორი: Mishiko82
18 მაი 2023 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 595
ჭეშმარიტი ფანები გუნდს არ ტოვებენ. თუ გუნდს ქომაგობ ქომაგობ ბოლომდე, მეც ბევრჯერ დავრჩი ნაწყენი და ბევრჯერ იმედ გაცრუებულო მაგრამ ქომაგობა არასდროს შემიწყვეტია და არასდროს შევწყვეტ, არც იმედს არ დავკარგავ არასდროს რომ დავიბრუნებთ ძველ დოდებას, ის მართალია რომ ხელმძღვანელობა ვერ მართავს გუნდს სათანადოდ და არ ზრუნავს გუნდის სპორტულ წარმატებაზე. არასწორი ტრანსფერები და ასე შემდეგ.
0
№3
ავტორი: ikeoni
18 მაი 2023 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ჩემპიონშიპში კიარა მოყვარულთა ლიგაში რო იყოს ბოლომდე ამ გუნდის სიყვარული მექნება ავადმყოფური.. მაშინ თუ ესე არ ხარ არ გიყვარს ეს გუნდი
0
№4
ავტორი: Lalana
19 მაი 2023 21:57
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
აბა ლივერპულის გულშემატკივრებს რაღა უნდა ეთქვათ როდესაც წლების განმავლობაში პრემიერ ლიგის თასი არ ეხილათ მათი გუნდის კაპიტნის ხელში?ჟერარდმა კი ისე დაასრულა კარიერა ეგ სიხარულიც კი არ ღირსებია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top