ერიკ ტენ ჰაგის შემადგენლობის შოტლანდიელი წევრი სკოტ მაკტომინაი ლაზარეთს თავს სულ მალე დააღწევს.
მოგეხსენებათ ფეხბურთელი სამატჩო განაცხადებში 8 აპრილის მერე არ დაბრუნებულა, მისი ტრავმა არცთუ ისე მარტივი მოსაშუშებელი აღმოჩნდა.
"წითელი ეშმაკები" აქტიურად იბრძვიან პრემიერ ლიგის მოწინავე ოთხ გუნდს შორის ადგილის დასამკვიდრებლად, ოთხეულის კარზე კი იურგენ კლოპის "ლივერპულიც" აკაკუნებს.
გამომდინარე იქიდან, რომ "იუნაიტედს" სათასო ფინალიც სათამაშო მარაგში აქვს ტენ ჰაგის გუნდს რესურსები ნამდვილად დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ მაკტომინაის გარდა ლაზარეთს თავი მარკუს რეშფორდმაც დააღწია.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.