კარგი ამბავი "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის. კლუბის ლაზარეთიდან პოზიტიური სიახლეა.
ტრავმის შემდეგ მარკუს რეშფორდი ვარჯიშებს დაუბრუნდა, პრემიერ ლიგის ბოლო მატჩი რომელიც ერიკ ტენ ჰაგის შეგირდებმა "ვულვზის" წინააღმდეგ გამართეს რეშფორდის გარეშე ჩატარდა.
2022/2023 წლების სეზონში მარკუსმა "წითელი ეშმაკების" რიგებში 53 მატჩი ჩაატარა. მათში თავდამსხმელმა 29 გოლის გატანა შეძლო ხოლო თანაგუნდელებს 11 საგოლე გადაცემა შეუსრულა.
ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედი" შაბათს, 20 მაისს - მეტოქის მოედანზე "ბორნმუთთან" გამართავს.
ერიკ ტენ ჰაგის გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა. თუმცა თავს მშვიდად ვერ გრძნობს რადგან იურგენ კლოპის "ლივერპული" ოთხეულისთვის პრეტენზიას აცხადებს.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.