"ნაპოლის" ცენტრალური მცველის კიმ მინის აგენტი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კიმმა და "მანჩესტერმა" უკვე მიაღწიეს შეთანხმებას პირად კონტრაქტზე.
დიდი შანსია, რომ ზაფხულში გუნდი ჰარი მაგუაიერმა დატოვოს. ამასთან ვარანის ხშირი ტრავმიანობის ფონზე, ჰაგს სურს მაღალი დონის მცველის შეძენა. კიმი ერთ-ერთ პრიორიტეტულ ვარიანტს წარმოადგენს, ტიმბერთან ერთად.
კორეელი "ნაპოლის" "ფენებახჩედან" შეუერთდა გასულ ზაფხულს. როგორც ხედავთ, კიმს შესანიშნავი სადებიტო სეზონი გამოუვიდა, ბოლოს კი ნანატრი სკუდეტოს მოგებამ ყველაფერი დააგვირგვინა.
იტალიური საინფორმაციო გამოცემის II Matino-ს ცნობით, კიმმა "იუნაიტედთან" უკვე შეათანხმა კონტრაქტი და ახალ სეზონში ცენტრალური მცველი "წითლების" მაისურს მოირგებს. თუმცა კიმის აგენტი ყოველივე ამას უარყოფს.
"მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერი სიმართლეს არ შეესაბამება. კიმი სეზონის წარმატებით დასრულებაზეა ორიენტირებული.",-აცხადებს კიმის აგენტი.
ტრანსფერები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.