თბილისი:
მანჩესტერი:
17-05-2023, 17:35
ავტორი: kikala,
ნანახია: 731,
კომენტარები: 8
სეზონის ბოლოს ფილ ჯონსი "იუნაიტედს" დატოვებს
მანჩესტერული კარიერის დასასრული
სეზონის ბოლოს ფილ ჯონსი
Manchester Evening News იტყობინება, რომ სეზონის ბოლოს, ფილ ჯონსი "მანჩესტერ იუნაიტედს"თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

წლევანდელ სეზონში ინგლისელ ცენტრალურ მცველს გუნდთან ერთად არც ერთი ვარჯიში არ ჩაუტარებია. "მანჩესტერის" ვარჯიშზე ფილი უკანასკნელად წინა წლის 20 მაისს შეამჩნიეს. მას შემდეგ, რაც ჯონსმა 2019 წელს გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ინგლისელმა "იუნაიტედის" რიგებში 16 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 5 შემთხვევაში შესვენების შემდეგ შეცვალეს.

ფილ ჯონსი "მანჩესტერს" 2011 წელს "ბლექბერნ როვერსიდან" შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში, ყველა ტურნირზე "იუნაიტედის" რიგებში ჯონსმა 229 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა. თუმცა, ხშირმა ტრავმებმა მას არ მისცა საშუალება თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოევლინა.

მას შემდეგ, რაც ფილ ჯონსი "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს, დევიდ დე ხეა გახდება "იუნაიტედში"ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელი, რომელსაც სერ ალექს ფეგიუსონის ხელმძღვანელობით უთამაშია.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
17 მაი 2023 18:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
როგორც იქნა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: Old Red Devil
17 მაი 2023 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ამის ყოფნა ვის რას აწუხებდა??
0
№3
ავტორი: dybbuk
17 მაი 2023 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
"მას შემდეგ, რაც ჯონსმა 2019 წელს გუნდთთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ინგლისელმა "იუნაიტედის" რიგებში 16 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 5 შემთხვევაში შესვენების შემდეგ შეცვალეს." - ფრაზა რომელიც აღწერს იმ დეგრადიულობას რაც ამ გუნდში დეკადაზე მეტია ხდება
2
№4
ავტორი: kikala
17 მაი 2023 18:49
  • სიახლეები: 72
  • კომენტარები: 14
ციტატა: Old Red Devil
ამის ყოფნა ვის რას აწუხებდა??


კვირაში 110 000 აქვს
0
№5
ავტორი: Licha2001
17 მაი 2023 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
დიდი ეპოქის დასასრული
0
№6
ავტორი: ikeoni
17 მაი 2023 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
Წარმატებები ფილ;))
2
№7
ავტორი: manubro
17 მაი 2023 22:26
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა ეს ამბავი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№8
ავტორი: Kate
18 მაი 2023 08:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
არ მესმის მისადმი უარყოფითი დამოკიდებულება- დამტანჯა ტრამვებმა, ჩემი აზრით თანაგრძნობას იმსახურებს და არა დაცინვას
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top