"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთილი იაპ სტამი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვიქტორ ოსიმენს პრემიერ ლიგასთან ადაპტირება გაუჭირდეს.
ჰარი კეინი არის კლუბის მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. სტამის აზრით, ჰარიმ უკვე დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები. 29 წლის ფეხბურთელი "ტოტენჰემის" და ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
ოსიმენი ჰაგისთვის ალტერნატიული ვარიანტია. თუ ვერ განახორციელებს "იუნაიტედი" კეინის ტრანსფერს, ამ შემთხვებაში ისინი მთლიანად ვიქტირ ოსიმენზე გადაერთვებიან, რომელმაც ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 23 გოლის გატანა შეძლო.
"კეინი ძალიან კარგად იცნობს პრემიერ ლიგას. მან უკვე დაამტკიცა საკუთარი თავი როგორც კლუბში, ისე ნაკრებში. ჰარი ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია დღესდღეობით მსოფლიოში.
ინგლისელის ტრანსფერი "იუნაიტედისთვის" ძალიან მომგებიანი იქნება. რაც შეეხება ოსიმენს, ის განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია.
ვიქტორისთვის პრემიერ ლიგა ჯერ უცხო ხილია. შეიძლება ძალიან მარტივადაც გაიაროს ადაპტაცია, თუმცა იმის შანსიც დიდია, რომ გარკვეული დრო დასჭირდეს. აქედან გამომდინარე მე უპირატესობას კეინს ვანიჭებ.",-აცხადებს სტამი.
ინტერვიუები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.