ანტონის მიმართ ბევრი კრიტიკაა წამოსული, თუმცა თავად ფეხბურთელის სურვილი დიდი ხნით "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენაა.
23 წლის ვინგერი 2022 წლის ზაფხულში 85 მილიონის სანაცვლოს "მანჩესტერს" "აიაქსიდან" შეუერთდა. სამხრეთ ამერიკელისგან დიდი მოლოდინები იყო, თუმცა სადებიუტო სეზონში მის ანგარიშზე 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
ფეხბურთელის შესაძლებლობებში უკვე ბევრს ეპარება ეჭვი, თუმცა ანტონი სიმშვიდეს ინარჩუნებს და სჯერა, რომ შეუძლია წარმატების მიღწევა "წითელ ეშმაკებთან" ერთად.
"ვგრძნობ, რომ მივეჩვიე ქალაქ მანჩესტერს. მე და კაზემიროს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ სულ რაღაცის გაკეთებას ვცდილობთ. მიყვარს აქაური ცხოვრება და ვიმედოვნებ, რომ დიდი ხნით დავრჩები ამ ქალაქში.
როდესაც "იუნაიტედში" გადმოვედი კაზემიროს და ფრედის გარდა სხვა ფეხბურთელებიც დამეხმარნენ. გვერდში მედგნენ ბრუნო, დიეგო დალო და დავიდ დე ხეაც. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის მხარდაჭერა და მათგან რჩევების მიღება. ბედნიერი ვარ, რომ ასე თბილად დამხვდნენ ფეხბურთელები.",-აცხადებს ანტონი.
ინტერვიუები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.