"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი აქსელ ტუანზებე გუნდს ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსის ტრანსფერით დატოვებს.
მართალია "წითელი ეშმაკების" პრეს-სამსახურს ამის შესახებ ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია, თუმცა ავტორიტეტულმა, ცნობილმა საფეხბურთო ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა სოციალურ ქსელებში უკვე დაადასტურა.
ტუანზებე "მანჩესტერ იუნაიტედის" 25 წლამდელთა კურსდამთავრებულია, 2015 წლიდან ის პირველი გუნდის შემადგენლობაშია, თუმცა ხშირად ის იჯარის წესით ასპარეზობდა სხვადასხვა გუნდში.
რვა წლის განმავლობაში მან "ასტონ ვილას", "ნაპოლის" ხოლო ამჟამად "სტოკ სიტის" მაისურის ჩაცმა მოასწრო.
მიმდინარე სეზონში მას "პოტერებისთვის" მხოლოდ ხუთი ოფიციალური თამაში აქვს ჩატარებული.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.