"მანჩესტერის" ნახევარმცველი მარსელ ზაბიცერი მუხლის ტრავმის გამო სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.
ზაბიცერმა ვერ მიიღო მონაწილეობა "ვულვზთან" გამართულ დაპირისპირებაში, რადგან "ვესტ ჰემთან" მატჩში მან მუხლის ტკივილი იგრძნო. "იუნაიტედმა" დაადასტრა, რომ მარსელი ვერ მიიღებს მონაწილეობას პრემიერ ლიგის 3 მატჩში, აგრეთვე გამოტოვებს ასოციაციის თასის ფინალს, რომელიც "სიტის" წინააღმდეგ გაიმართება 3 ივნისს.
მიღებული ტრავმის გამო ზაბიცერმა შესაძლოა უკვე ჩაატარა ბოლო მატჩი "იუნაიტედის" მაისურით. როგორც იცით იგი იჯარის წესით შეურთდა გუნდს "ბაიერნიდან", მის მომავალთან დაკავშირებით კი ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული.
თავად ნახევარმცველის სურვილი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენაა. მან ღიად განაცხადა იმის შესახებ, რომ ბედნიერია "მანჩესტერში" თამაშის შესაძლებლობით.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.