გავრცელებული ინფორმაცით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედს" "დორტმუნდის" მეკარის გრეგორ კობელის შეძენა სურს.
მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, დე ხეა ამ სეზონში პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანის მფლობელი გახდა. ესპანელი ხედავს, რომ კონტრაქტი ეწურება და მისი გაგრძელება ჯერ არ არის შეთანხმებული გუნდთან.
ტენ ჰაგს სურს დე ხეას შენარჩუნება, თუმცა The Independent-იტყობინება, რომ "ბოსს" უნდა ღირსეული კონკურენტი მოუყვანოს დავიდს. შვეიცარიელი მეკარის ერთ-ერთ უდიდეს პლიუსს წარმოადგენს ფეხით კარგად თამაში, რაშიც დეხეა არ არის დამაჯერებელი.
"იუნაიტედის" გარდა კობელის გადაბირებით ლონდონის "ჩელსიც" ინტერესდება, ისინი ყურადღებით აკვირდებიან მეკარის გარშემო განვითარებულ სიტუაციას.
ტრანსფერები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.