სპორტული პრესა აქტიურად ტრიალებს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და იტალიური "ნაპოლის" ლეგიონერ კიმ მინ ჯაეს ირგვლივ. ინგლისელები აქტიურ მოლაპარაკებებს გეგმავენ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე.
როგორც ირკვევა ამ ყველაფრის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელი გახლავთ. მაშ ასე, კიმ მინ ჯაეს გარმოცვიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად ცენტრალური მცველი თანახმაა ერიკ ტენ ჰაგის გუნდს შეუერთდეს.
როგორც ჩანს ხოსეპ გვარდიოლას "სიტის" ინტერესი კორეელისთვის არაფერს წარმოადგენს - მას ასპარეზობა "ოლდ ტრაფორდზე" სურს.
სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული თუმცა რა ოდენობის თანხას მოითხოვენ თავად "ნეაპოლელები" ამ ეტაპზე უცნობია.
კიმ მინი იტალიის ჩემპიონატის ამჟამინდელ გამარჯვებულებს გასულ წელს თურქული "ფენერბაჰჩედან" შეუერთდა. შესაძლოა მისი ტრანსფერი ინგლისური გრანდისათვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პირველი აღმოჩნდეს.- აღნიშნული ინფორმაცია "ნეაპოლურმა" საინფორმაციო წყარომ Il Mattino-მ გაავრცელა.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.