კარლოს ტევესმა განმარტა თუ რატომ არ სურდა ინგლისური ენის სწავლა ქვეყანაში ხანგრძლივი ცხოვრების დროს. მას ინგლისურ ენაზე პრობლემა ფოლკლენდის ომის გამო ჰქონდა, რომელიც 1982 წელს არგენტინას და ინგლისს შორის მიმდინარეობდა.
ტევესმა 7 წელი გაატარა პრემიერ ლიგაში, ის "ვესტ ჰემში", მანჩესესტერ "იუნაიტედსა" და "სიტიში" ასპარეზობდა. კარლოსმა ბიძაზე ისაუბრა, რომელიც პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა, თუმცა ომში გამოძახების შემდეგ ალკოჰოლს მიეძალა და გარდაიცვალა.
"მე არ მინდოდა ინგლისურის სწავლა, პირიქით მსურდა მათ ესწავლათ ესპანური.
ბიძაჩემი თამაშობდა "რივერში", ის ერთადერთი იყო ოჯახში ვინც ამ გუნდს გულშემატკივრობდა. როდესაც აპირებდა "რივერის" მაისურით პირველ მატჩის ჩატარებას სწორედ ამ დროს გამოიძახეს ომში.
ომის შემდეგ ალკოჰოლიკი გახდა, ამ პერიოდში ძალიან ცუდად იყო. მე და ბიძას ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა, აქედამ გამომდინარე ძალიან მძულს ინგლისური ენა და ყველაფერი რაც მათთანაა კავშირში.",-აცხადებს ტევესი.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.