"ბრაიტონის" მთავარმა მწვრთნელმა დე ძერბიმ დაადასტურა იმის შესახებ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლებელია მაკალისტერმა და კაისედომ გუნდი დატოვონ.
ფეხბურთელების მიმართ ინტერესს "მანჩესტერის" გარდა "ლივერული" და "არსენალიც" იჩენენ. სამხრეთამერიკული დუეტი შესანიშნავად გამოიყურება ამ სეზონში. ინგლისური გრანდები მზად არიან დიდი სატრანსფერო თანხა გამოყონ მათ შესაძენად.
"რა თქმა უნდა, ჩვენ დავკარგავთ რამდენიმე მოთაშეს, შესაძლოა ეს იყოს კაისედო, აგრეთვე მაკალისტერიც. უნდა შევეგუოთ ამას და შევძლოთ სხვა ფეხბურთელების მოყვანა.
მიტომას და ესტუპინიანისთვის საუკეთესო გამოსავალი "ბრაიტონში" დარჩენაა. არ ვიცი მზად არიან თუ არა ისინი დიდ გუნდებთან სათამაშოდ. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ორივეს გაუმჯობესებაში.",-აცხადებს დე ძერბი.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.