ერიკ ტენ ჰაგის სატრანსფერო რადარები იტალიის ჩემპიონატსაც უთვალთვალებს. სპეციალისტის ფავორიტი ამჯერად ტურინის "იუვენტუსში" ასპარეზობს.
საუბარია ადრიენ რაბიოზე რომელიც თავის მხრივ არ გეგმავს "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას, ფეხბურთელი მათ მაისურში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.
ნიდერლანდელის აზრით ადრიენის საფეხბურთო რესურსი ჯერ კიდევ გამოუყებებელია და ის ბოლომდე შეძლებს ფეხბურთელისგან მიიღოს ის რაც გუნდს გამოადგება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს "იუნაიტედი" უკვე ცდილობდა ფრანგის "ოლდ ტრაფორდზე" გადმოყვანას თუმცა მის აგენტთან რომელსაც დედამისი წარმოადგენს მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ჩაიშალა კიდეც. ამჯერად ბრიტანელების მოლოდინები სულ სხვაა და მათი აზრით ტრანსფერი აუცილებლად გაიჩარხება.
ჭორები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.