თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2023, 21:28
ავტორი: Saka,
ნანახია: 922,
კომენტარები: 4
რაითი ანტონიზე საუბრობს
იანის მოსაზრება ბრაზილიელ ფეხბურთელზე.
რაითი ანტონიზე საუბრობს
იან რაითი "მანჩესტერს" მოუწოდებს, რომ მოთმინება გამოიჩინოს ანტონის მიმართ. ის აგრეთვე პარალელს ავლებს დარვინ ნუნიესთან, რომლისთვისაც რთული გამოდგა სადებიუტო სეზონი "ლივერპულში".

ბრაზილიელი ფეხბურთელი დიდი თანხის სანაცვლოს შეუერთდა "იუნაიტედს". თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ანტონი ვერ ამართლებს ჯერჯერობით მოლოდინებს იქიდან გამომდინარე, რომ მისი ტრანსფერი კოლოსალურ თანხად დაუჯდათ "წითლებს".

"ვულვზის" წინააღმდეგ საკმაოდ კარგი პერფორმანსი შემოგვთავაზა ანტონიმ. მიუხედავად რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილებისა, საერთო ჯამში ბრაზილიელმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და ამავდროულ საგოლე გადაცემაც მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.

"ვფიქრობ, ანტონის მდგომარეობა დარვინ ნუნიესის მსგავსია.

ეს გამომდინარეობს ფასიდან. ხალხი ძალიან ბევრს მოელის ამ ფეხბურთელებისგან, ჩვენ ვიცით მათი პოტენციალის შესახებ, მაგრამ ორივესთვის სადებიუტო სეზონია პრემიერ ლიგაში.

ჩემი აზრით, ანტონი დროთა განმავლობაში ყველაფერს უკეთ გააკეთებს, ისწავლის სწორი გადაწყვეტილებების მიღებას საჭირო მომენტში. ამის კარგი მაგალითია მისი საგოლე გადაცემა, რომელიც მარსიალმა გოლად აქცია."
,-აცხადებს რაითი.
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 მაი 2023 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
Მოქმედებს ეს ფასი ყველა ვარიანტში იქმნება მოლოდინი რო ყველა თამაში 2-3 გოლს გაიტანს .. გასაგებია არ აქვს საოცარი სეზონი მაგრამ მე მაინც იმედით ვუყურებ ამ ბიჭს
1
№2
ავტორი: Kate
14 მაი 2023 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: ikeoni
Მოქმედებს ეს ფასი ყველა ვარიანტში იქმნება მოლოდინი რო ყველა თამაში 2-3 გოლს გაიტანს .. გასაგებია არ აქვს საოცარი სეზონი მაგრამ მე მაინც იმედით ვუყურებ ამ ბიჭს

ფასი მოქმედებს. ერთი მხრივ მოლოდინს ზრდის გულშემატკივრის მხრიდან და მეორე ფსიქოლოგიური ტვირთია ფეხბურთელისთვის. და მათი ბრალი არ არის-კლუბები ადებენ ამ არანორმალურ ფასებს- ეს ყველაფერი სწორედ შეიხებმა მოიტანა. ჩემი აზრით დადგება დრო და ფასების ზედა ზღვარს დააწესებს უეფა თუ ფიფა. იმიტომ რომ 100 მილიონი უზარმაზარი თანხაა.
მეორე მხრივ პატარა გუნდები ახერხებენ იაფად ყიდვას მაგალითად კაისედო 4 მლნ დაჯდა- ახლა 50+
0
№3
ავტორი: Malboro463
14 მაი 2023 23:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5869
ნუნიეს ლივერპულის ჩავარდნაც დაემთხვა თორე კარგი ფეხბურთელია
გამიტყდა მანიუმ რომ ვერ იყიდა
0
№4
ავტორი: Old Red Devil
16 მაი 2023 10:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ეგ იმის ბრალია რომ დიდ გუნდებს მზამზარეული უბდა.ამიტომ იხდიან 10 მილიონად ნაყიდში 100 მილიონს.გონიათ დროს აღარ დაახარჯავენ გაწვრთნა არ უნდა და ვსო რონალდო მესი ითრიესო..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top