გარი ლინეკერმა შეაქო "იუნაიტედის" საკუთრებაში მყოფი ახალგაზრდა ფეხბურთელი. გუშინ პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა "სანდერლენდს" და "ლუტონს" შორის, სადაც დიალომ შესანიშნავი გოლის გატანა მოახერხა.
ამადი შთამბეჭდავ სეზონს ატარებს ჩემპიონშიპში. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა "სანდერლენდის" წარმატებაში. "შავი კატების" მთავარი მწვრთნელიც არ მალავს სიმპატიებს 20 წლის ფეხბურთელის მიმართ.
14 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა დიალოს ანგარიშზე. ამადმა უკვე ბევრი მოწონება დაიმსახურა, როგორც ჩანს გარი ლინეკერიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მოხიბლულია დიალოს ასპარეზობით.
"განსაცვიფრებელი გოლი ამად დიალოსგან.",-წერს ლინეკერი ტვიტერზე.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.