ზოგი გულშემატკივარის აზრით წარუმატებელი ზოგიერთისთვისაც კი წარმატებული სეზონი დავიდ დე ხეასთვის, გარემოებები ერთია თუმცა ესპანელმა საუკეთესოობის დამტკიცება მიმდინარე სეზონშიც შეძლო.
კერძოდ, ინგლისის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" კარის დარაჯი გახდა მეკარე რომელმაც საკუთარი კარი ყველაზე მეტჯერ შეინახა მშრალად და ოქროს ხელთათმანიც მოიპოვა.
გუშინ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სადაც ერიკ ტენ ჰაგის შეგირდებმა "ოლდ ტრაფორდზე" "ვულვზი" დაამარცხეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს, დე ხეას 16 მატჩი დაუგროვდა სადაც მან არცერთი გოლი არ გაუშვა.
მდევრებს რაც შეეხება, 13 მშრალი მატჩით მეორე პოზიციას ალისონ ბეკერი, ნიკ პოუპი და აარონ რამსდეილი იკავებენ. მაშ ასე ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებს ესპანელის შედეგის გაუმჯობესებას თუმცა მათ შეუძლიათ ოქროს ხელთათმანი დე ხეასთან ერთად გაიყონ იმ შემთხვევაში თუ დარჩენილ შეხვედრებში დე ხეა გოლს გაუშვებს ხოლო აღნიშნული კიპერნი კარს მშრალად შეინახავენ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის რეკორდი აღნიშნულ კომპონენტში ასევე დე ხეას ეკუთვნის 18 მშრალად ჩატარებული შეხვედრით.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.