ცენტრალური მცველი ინგლისური გიგანტის რადარზე, "მანჩესტერ იუნაიტედი" საქმეში სერიოზულად ჩაერთო პირველი ტრანსფერი შესაძლოა იტალიიდან განხორციელდეს.
"გლეიზერების" კლუბმა უკვე შესთავაზა "ნაპოლის" ფეხბურთელის სანაცვლოდ არცთუ ისე მცირე თანხა ხოლო თავად მოთამაშეს სახელფასო ჭერი უმაღლეს დონეზე განუსაზღვრა, ამ ეტაპზე სხვა ძირითადი ინფორმაცია უცნობია.
უკანახაზელის დამატებას ასევე ცდილობს ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიც" რომელიც თავისმხრივ ეცდება და შესაბამის წინადადებებს მოამზადებს.- აღნიშნული ინფორმაცია Foot Mercato-მ გაავრცელა.
მიმდინარე სეზონში კიმ მინ ჯაეს შესანიშნავი ასპარეზობა გამოკვეთილად თვალშესაცემი იყო, შეგახსენებთ რომ კორეელი დროზე ადრე გახდა ლუჩიანო სპალეტის გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონი.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.