ხვალ "მანჩეტერი "ვულვზის" წინააღმდეგ გამართავს დაპირისპირებას. რაფაელ ვარანმა ტრავმა მოირჩინა და დაუბრუნდა გუნდის განაცხადს, რეშფორდის თამაში კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ვარანმა დაზიანება აპრილში "სევილიასთან" მატჩში მიიღო. ფაქტია მისი და ლისანდრო მარტინესის ტრავმების შემდეგ ძალიან უჭირთ "წითლებს" დაცვაში, რაფას დაბრუნებით კი იმედია ნაწილობრივ მაინც მოგვარდება ეს პრობლემა. მარკუსის არ ყოფნა კი დიდ დანაკლისს წარმოადგენს.
"რეშფორდს ტრავმა აქვს და შესაბამისად ხვალინდელ მატჩში მისი თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ ჩვენ ვართ ბედნიერები ვარანის დაბრუნებით.",-აცხადებს ჰაგი.
"ვულვზთან" დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია. "იუნაიტედის" ბოლო ორ მატჩში მარცხის შემდეგ სატურნირო ცხრილში სიტუაცია ძალიან დაიძაბა, "ლივერპულის" ჩამორჩენა ჰაგის გუნდთან არის მხოლოდ ერთი ქულა.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.