"მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია "ადერლეხტის" ახალგაზრდა მეკარით. დე ხეას მომავალი არ არის გარკვეული, თუმცა მისი გუნდში დარჩენის შემთხვევაშიც არ იქნება დავიდი ხელშეუხებელი. ვერბრიუგგენის დებიუტი ბელგიურ კლუბში 2 წლის წინ შედგა.
ჰოლანდიელის პირველი გამოძახება ეროვნულ ნაკრებში გასულ თვეს მოხდა, გიბრალტართან მატჩში. თუმცა მეკარე სათადარიგო სკამზე იჯდა და არ მისცემია თავის გამოჩენის საშუალება.
დე ხეა მე-12 სეზონს უახლოვდება "წითლების" შემადგენლობაში. დავიდი პრემიერ ლიგის "ოქროს ხელთათმანის" ცხრილის სათავეშია. თუმცა ამ სეზონში მისი დაშვებული 4 შეცდომა მძიმედ დაუჯდა გუნდს.
ესპანელი ნაკრებში ბოლოს 2021 წელს იყო გამოძახებული. "ფურია როხოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლაფუენტემ კვლავ არ ისურვა დე ხეას გამოძახება, მან კეპა არიზაბალაგას უხმო.
ტრანსფერები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.