იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ნიუკსალმა" და "ლივერპულმა" სკაუტები მიავლინეს საფრანგეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის მატჩზე "ნიცა" - "რენი".
მათი დაკვირვების ობიექტი "ნიცას" ცენტრალური მცველი ჟან პიერ ტოდიბო გახლდათ.
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი საფრანგეთში მესამე სეზონს ატარებს. წლევანდელ სეზონში მის ანგარიშზე ლიგა ერთში ჩატარებული 31 მატჩია, ხოლო ევროპა ლიგაზე 23 წლის ფრაგმა 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ტოდიბოს გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 45 მილიონი ევროა. თუ ბრიტანელი მილიონერი სერ ჯიმ რედკლიფი მოახერხებს "მანჩესტერის" შეძენას, ტრანსფერის ალბათობა უფრო რეალური გახდება, რადგან რედკლიფის კომპანია INEOS Group Limited "ნიცას" მფლობელია.
ტრანსფერები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.