ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "ასტონ ვილას" არგენტინელმა მეკარემ ემილიანო მარტინესმა შესაძლოა საკლუბო რეგისტრაცია შეიცვალოს.
ფეხბურთელის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის ტოპ-კლუბები გამოხატავენ, მათ შორისაა ერიკ ტენ ჰაგის "მანჩესტერ იუნაიტედიც".
ემილიანო ზაფხულში გუნდს აუცილებლად შეიცვლის, გარდა ერიკ ტენ ჰაგის კლუბისა მისით "ტოტენჰემი" და ლონდონის "ჩელსი" ინტერესდებიან. ინფორმაციას TyC Sports- ის ჟურნალისტი გასტონ ედიალა ავრცელებს.
მიმდინარე სეზონში მარტინესის ანგარიშზე 34 ჩატარებული მატჩია სადაც მან კარი მშრალად 13 ჯერ შეინახა. მისი ხელშეკრულება "ასტონ ვილასთან" 2027 წლამდეა გათვლილი.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.