ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბრუნო ფერნანდეშმა მიმდინარე სეზონში გუნდის პროგრესი შეაფასა.
ფეხბურთელის განცხადებით "მანჩესტერ იუნაიტედის" ოთხეულში ყოფნას არავინ ელოდა და ეს ყველაფერი გუნდის პროგრესზე მიანიშნებს.
სატურნირო ცხრილს რაც შეეხება, ერიკ ტენ ჰაგის შეგირდები მეოთხე ადგილზე იმყოფებიან, თუმცა დაძაბულობა აშკარად შესამჩნევია, კერძოდ მეხუთეადგილოსან "ლივერპულთან" სხვაობა ერთ ქულას შეადგენს იმ განსხვავებით, რომ "ოლდ ტრაფორდელებს" მარაგში ერთი ჩასატარებელი მატჩი აქვთ.
"არავინ მოელოდა და ფიქრობდა იმას, რომ ჩვენ სატურნირო ცხრილში მოწინავე ადგილებისთვის ვიბრძოლებდით, დღეს სხვა შეფასებას გვაძლევენ, ძალიან კარგად მახსოვს როდესაც სეზონის დასაწყისი იყო პრემიერ ლიგის 6 ძლიერ გუნდშიც კი არ გვასახელებდნენ.
ჩვენი წლევანდელი გამოსვლა კი ბევრისთვის სიურპრიზი გახლდათ",- ციტირებს Dail Mail პორტუგალიელის სიტყვებს.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.