თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2023, 17:09
ავტორი: Saka,
ნანახია: 847,
კომენტარები: 6
იორკი სულშერის და ჰაგის "მანჩესტერს" ადარებს
ლეგენდის პოზიცია.
იორკი სულშერის და ჰაგის
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი დვაით იორკი ადარებს ჰაგს და სულშერს. იგი თვლის, რომ 9 მატჩის წაგება პრემიერ ლიგის ერთ სეზონში ძალიან ცუდი შედეგია, რაზედაც ერიკს აკრიტიკებს.

"როდესაც შენ ხარ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ყოველთვის დაკვირვებული უნდა იყო პატარა დეტალებზე.

დასამალი არ არის ის ფაქტი, რომ ოლეს ჰაგზე უკეთესი შედეგი ჰქონდა. ხალხი სუბრობს გუნდის პროგრესზე, რადგან "წითლებმა" კარაბაოს თასი მოიგეს, ასევე მათ აქვთ შანსი ემირატების თასსაც დაეუფლონ. თუმცა ფაქტია ჰაგმა წააგო იმაზე მეტი მატჩი ვიდრე სულშერმა 2 სეზონში.

ტენ ჰაგი ქებას ღებულობს როდესაც გუნდი იგებს, ანალოგიურადვე უნდა იღებდეს კრიტიკასაც არასწორი გადაწყვეტილებების მიღების გამო.

გუნდმა "ვესტ ჰემთან" დაპირისპირებაში ვერაფერ ღირებული ვერ შემოგვთავაზა, რაც ძალიან სამწუხაროა. უნდა იპოვოს ძალა "მანჩესტერმა" და შეძლოს მსგავს მატჩებში სასურველი შედეგის მიღწევა."
,-აცხადებს იორკი.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Saka
11 მაი 2023 17:21
  • სიახლეები: 101
  • კომენტარები: 69
სულშერმა რაც გაწვრთმა გუნდი, მე მისი ტაქტიკა არ მინახავს. გუნდი ინერციით მიდიოდა, კარგი ინდივიდუალიასტებია წყალობით თუ დაიკავეს 2021-ში მე-2 ადგილი. ჰაგმა კი რაღაც ახალი შემოიტანა, ბოლო-ბოლო არსენალს, ლივერს, სიტის, ტოტეს, ბარსას მოუგო კაცმა რა რესურსით. ამ ტრავმებმა მაგრად აურია მაგ კაცს გეგმები ფაქტია.
0
№2
ავტორი: Kate
11 მაი 2023 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ჩემი აზრით იორკი ცოტა მიკერძოებულია, ბოლო ბოლო ერთად თამაშობდნენ ეგ და სულშერი
0
№3
ავტორი: Saka
11 მაი 2023 17:49
  • სიახლეები: 101
  • კომენტარები: 69
ციტატა: Kate
ჩემი აზრით იორკი ცოტა მიკერძოებულია, ბოლო ბოლო ერთად თამაშობდნენ ეგ და სულშერი

ჰაგმა სულ სხვა მუხტი შემოიტანა გუნდში, თან ტიპს ორი ძირითადის ცენტრალური მცველი ჰყავს დამტვრეული, შეტევაა და სტოლბა ვეგჰორსტი და ინვალიდი მარსიალი ყავს, ანტონიმაც ჯერ სადაა არ იცის. ნებისმიერი სხვა ტრენერი ვინც გინდა იყოს ფიზიკურად მეტს ვერაფერს იზავს.
1
№4
ავტორი: LASHQARA
11 მაი 2023 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
სულშერის დროს პირველი სეზონი2019-2020 მესამე ადგილზე დავასრულეთ, 2020-2021 ის სეზონი მეორეზე დავასრულეთ, ევროპალიგის ფინალში გავედით და იქ ვილიარეალთან პენლებში წავაგეთ, რომას 6-2 მოუგეთ ოლტრაფორდზე, იქამდე პსჟ რო გამოვაგდეთ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან ხო არ დაავიწყდა ვინმეს, ასე რომ შედეგებით სულშერი ნამდვილად ჯობნის ჰააგს, უბრალოდ აქ მეორე საკითხია, ჰააგის მანჩესტერის თამაშის ყურება ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე სულშერის და ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ კარგი ტრანსფერების შემთხვევაში შემდეგი სეზონიდან ბევრად მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს გუნდი, წელს რესურსი არ ეყო, ფეხბურთელების კლასიდან გამომდინარე...
0
№5
ავტორი: ikeoni
12 მაი 2023 07:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11507
გუნდის სათანადოთ გაძლიერების მერე ვნახავთ რა შეუძლია ამ კაცს..პირველი სეზონია ორი ფინალი და ოთხეული ყველა ვარიანტში დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს გულშემატკივრისთვის
0
№6
ავტორი: levionok
12 მაი 2023 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ტენ ჰააგის მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე არის გადაქანცული და გამოფიტული გუნდი პლოუს სავსე ლაზარეთი! უნდა ჩამოაყალიბოს გამარჯვებულის მენტალიტეტი და ყველა ტურნირს მიუდგა სრული სერიოზულობით და სეზონის უმნიშვნელოვანეს ნაწილში გუნდი გამოიფიტა! იქნებ კვირაში ერთმა თამაშმა ცოტა აზრზე მოიყვანოს გუნდი და ამოისუნთქოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top