"რომა" მზადაა თემი აბრაჰამი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 40 მილიონად გაყიდოს, მისი პრემიერ ლიგაში დაბრუნება კი საკმაოდ რეალურია.
აბრაჰამს აქვს ნათამაშები "ჩელსიში", შესაბამისად მისთვის უცხო არ არის ინგლისში ასპარეზობა. 25 წლის ფეხბურთელი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება ამ სეზონში.
იტალიური მედია მას "ასტონ ვილასთან" აკავშირებს, თუმცა ვოტკინსის ფორმის გათვალისწინებით ნაკლებად სავარაუდოა ამ ტრანსფერის განხორციელება.
გავრცელებული ინფორმაციით "მანჩესტერმაც" გამოხატა ინტერესი აბრაჰამის მიმართ, რადგან როგორც იცით "წითლების" ერთ-ერთი პრიორიტეტი მაღალი დონის ფორვარდის დამატებაა.
"ჩელსიში" მე მიცნობდნენ როგორც აკადემიის ფეხბურთელს, "რომაში" გადმოსვლის შემეგ კი მე შევძელი საკუთარი შესაძლებლობების კარგად გამოვლენა.
კიდევ ერთი ტიტულის მოგება ჩემი ოცნებაა. ევროპა ლიგა რთული ტურნირია. მე მასზე ბევრი ვიცი ბავშვობიდან მოყოლებული და იმედი მაქვს შევძლებ მის აღმართვას.",-აცხადებს აბრაჰამი.
ტრანსფერები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.