ტაბლოიდი The Sun იუწყება, რომ "გლეიზერების" ოჯახმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა კლუბის გაყიდვა და მათი ფავორიტი ბრიტანელი მილიარდელი სერ ჯიმ რედკლიფია.
გამოცემის ცნობით, კომპანია Raine Group, რომელიც უძღვება "იუნაიტედის" შესაძენად გამართულ აუქციონს, რამოდენიმე დღეში გამოაცხადებს რედკლიფის გამარჯვებას.
იმ შემთხვევაში, თუ სერ ჯიმი გახდება "წითელი ეშმაკების" მფლობელი, ჯოელ და ავრაამ გლეიზერები დარჩებიან კლუბის აქციონერებად, ხოლო "გლეიზერების" ოჯახის დანარჩენი წევრები თავიანთ წილს გაყიდიან.
საინფორმაციო წყაროს ცნობით, ჯიმ რედკლიფის სათავეში მოსვლა კლუბის სრულ რეორგანიზაციას გამოიწვევს, მათ შორის გენერალური დირექტორის რიჩარდ არნოლდის ცვლილებას.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.