"ვესტ ჰემის" ინგლისელი ნახევარმცველი დეკლან რაისი დიდი ალბათობით ზაფხულში დატოვებს გუნდს. მის მიმართ ინტერესს "არსენალი", "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოხატავენ.
რაისი არტეტას პირველი სამიზნეა. თავის მხრივ "მერსესაიდელებმა" ვერ განახორციელეს ბელინგემის ტრანსფერი, შესაბამისად დიდია ალბათობა იმის, რომ დეკლანისთვის ბრძოლაში ჩაერთონ.
"იუნაიტედი" დიდი ხანია აკვირდება ინგლისელს. რაისს მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს "ჩაქუჩებთან".
"მანჩესტერის" ლეგენდები როი კინი და გარი ნევილი მაღალი დონის ფეხბურთელად მოიაზრებენ დეკლანს, თუმცა ამსთანავე ფიქრობენ, რომ მისი სატრანსფერო ფასი გადაჭარბებულია.
"მე ვგრძნობ ამ მომენტში, რომ რაისმა უნდა იმუშავოს ძალიან ბევრი და წავიდეს სათამაშოდ განსხვავებულ კლუბში, სადაც იგი ზრდას გააგრძელებს. მას ბევრი უკლია ჯერ კიდევ კაზემიროს, როდრის და სხვა მაღალი დონის ნახევარმცველებამდე.
მე არ გადავიხდიდი მასში 110 ან 120 მილიონს, რაისის ფასი არის დაახლოებით 50-60 მილიონი.",-აცხადებს ნევილი.
"მე ვფიქრობ, რომ მან კიდევ ბევრი უნდა გააკეთოს. მისი გატანილი გოლები და გაკეთებული ასისტები არ არის საკმარისი.
მისი გულშემატკივარი ვარ, უბრალოდ მე მისგან ცოტა უფრო მეტი მსურს. იმისთვის, რომ მაღალი დონის გუნდში გადავიდეს და იბრძოლოს შესაბამისი მიზნებისთვის მეტად მონდომებაა საჭირო.",-აცხადებს კინი.
ტრანსფერები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.