მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი პოზიციის გაძლიერებაა საჭირო, პრიორიტეტი პირველ რიგში მაღალი დონის ფორვარდის დამატებაა. წარმოგიდგენთ სავარაუდო კანდიდატებს.
ჰარი კეინი
"იუნაიტედის" მთავარი სამიზნე "დეზების" თავდამსხმელი ჰარი კეინია. ინგლისელმა გასულ სეზონებში კარგად დაგვანახა თავისი შესაძლებლობები, უამრავი დამყარებული რეკორდიც სწორედ ამაზე მეტყველებს. ჰარის კონტრაქტის გაგრძელება "ტოტენჰემთან" ნაკლებად სავარაუდოა. შესაბისად კეინის ტრანაფერის განხორციელება საკმაოდ რეალურია.
ვიქტორ ოსიმენი
"წითლების" კიდევ ერთი პრიორიტეტი ვიქტორ ოსიმენია. ნიგერიელმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა "ნაპოლიში", მის ანგარიშზე სერია ა-ში 23 მატჩში 28 გოლი გახლავთ, აქედან გამომდინარე ვიქტორმა ლომის წვლილი შეიტანა ნანატრი სკუდეტოს მოგებაში. მის მიმართ ინტერესს "პსჟ" და "ბაიერნიც" იჩენენ.
გონსალო რამოსი
"ბენფიკას" ვარსკვლავი, რომელმაც ყველაზე დიდი ყურადღება გასულ წელს ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიქცია. მან შვეიცარიასთან ჰეთ-ტრიკის შესრულება შეძლო. ამ სეზონში რამოსის ანგარიშზე 25 გატანილი გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.
ტრანსფერები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.