10-05-2023, 08:33
ნანახია: 823,
კომენტარები: 2
ახალი კონტრაქტი შეთანხმებულია
ესპანელი კლუბში რჩება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ დავიდ დე ხეამ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, იტყობინება The Telegraph.
წყაროს ცნობით, ახალი ხელშეკრულების პირობებით, საბაზისო ხელფასი დაიწევს, ანაზღაურებას დაემატება პრემიები ჩატარებული მატჩების მიხედვით.
32 წლის მეკარის მოქმედი კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან", 30 ივნისამდე აკავშირებს, შეგახსენებთ, რომ კარის დარაჯი ინგლისურ გრანდში 2011 წლიდან ასპარეზობს.
დე ხეამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთადაღებული 53 მატჩი ჩაატარა, 57 გოლი გაუშვა და 23-ჯერ შეინარჩუნა კარი მშრალად.
როგორც ჩანს ერიკ ტემ ჰაგი მეკარის დამატებას გამორიცხავს, კლუბის პრიორიტეტი სხვა პოზიციების გაძლიერება იქნება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.