თბილისი:
მანჩესტერი:
9-05-2023, 09:01
ავტორი: kikala,
ნანახია: 902,
კომენტარები: 4
ფაბრიციო რომანო "მანჩესტერის" შესახებ საუბრობს
გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი "იუნაიტედის" სატრანსფერო გეგმების შესახებ
ფაბრიციო რომანო
გავლენიანმა იტალიელმა ინსაიდერმა ფაბრისიო რომანიომ "იუნაიტედის" საზაფხულო გეგმები მიმოიხილა.

კლუბის გაყიდვის შესახებ

შეიხ ჯასემი დარწმულებულია, რომ იგი მოახერხებს კლუბის შეძენას. შეიხისთვის ეს საქმე უკვე პრინციპის საკითხია. ყველა დაინტერესებული მხარის სურვილია, რომ ეს სიტუაცია მაისის ბოლომდე გადაწყდეს.

ფორვარდის ყიდვის აუცილებლობაზე

"იუნაიტედისთვის" თავდამსხმელის ყიდვა პრიორიტეტია. კლუბის სამიზნეთა სია ასე გამოიყურება: ჰარი კეინი, ვიქტორ ოსიმენი, რენდალ კოლო მუანი. "მანჩესტერი" განიხილავს ატალანტას თავდამსხმელის რასმუს ჰოილუნდის ვარიანტსაც. თუმცა, დანიელთან მიმართებაში ჯერ პროგრესი არ შეინიშნება. თავდამხმელის შეძენის შემდეგ თუ ბიუჯეტი მისცემს კლუბს საშუალებას, ისინი ნახევარმცველის პოზიციას გააძლიერებენ.

მეკარის პოზიციაზე

დავიდ დე ხეასთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს. ესპანელი მზადაა დაიკლოს არსებული ხელფასი. შესაბამისად, "პორტოდან" დიოგო კოშტას ტრანსფერი გამორიცხულია. "იუნაიტედი" არ შეიძენს ძვირადღირებულ მეკარეს, თუმცა "წითლები" აუცილებლად მოიყვანენ კარგი უნარების მქონე მეორე მეკარეს, რომელიც კონკურენციაში შევა ესპანელთან.

ჯიმ მინ ჯეს შესახებ

"მანჩესტერი", "ნიუკასლი" და კიდევ ორი პრემიერლიგის კლუბის ცდილობს იტალიური "ნაპოლის" ცენტრალური მცველის კიმ მინ ჯეს გადაბირებას. სამხრეთ კორეელის მიმართ ინტერესს "ეშმაკები" გასული წლის ბოლოდან იჩენენ.
ტრანსფერები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Kate
9 მაი 2023 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ანუ მცველი და თავდამსხმელი. და ფარჩაკი ნახევარდაცვა ისევ ისე რჩება
0
№2
ავტორი: ikeoni
9 მაი 2023 18:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11436
Შეიხი თუ მოვიდა გაიზდება სია
0
№3
ავტორი: PaLoMo
9 მაი 2023 21:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Kate
ანუ მცველი და თავდამსხმელი. და ფარჩაკი ნახევარდაცვა ისევ ისე რჩება

ვინ გინდა ნახდაცვაში?ვის ვარიანტს განიხილავს? ვიკინგები და დეიონგი გამოირიცხე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Kate
10 მაი 2023 08:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Kate
ანუ მცველი და თავდამსხმელი. და ფარჩაკი ნახევარდაცვა ისევ ისე რჩება

ვინ გინდა ნახდაცვაში?ვის ვარიანტს განიხილავს? ვიკინგები და დეიონგი გამოირიცხე

დარწმუნებული ვარ ფრედზე საბიცერზე და მაკტომინაიზე უკეთესი ფეხბურთელები არიან მაგათ გარდა. მინიმუმ 1, ან ორი ნახევარმცველი გვინდა.
კაისედო, დეკლან რაისი არ იქნებოდა ურიგო, ახალგაზრდებიდან სამომავლოდ რომეო ლავია მომწონს
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top