"მილანის" პორტუგალიელი ვინგერი რაფა ლეაო "წითლების" ბომბარდირის თამაშს აქებს.
23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე სერია ა-ში ამ სეზონში 13 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. ლეაო ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადება, რომელიც ოთხშაბათს "მილანს" და "ინტერს" შორის გაიმართება.
მატჩის წინ რაფამ შეკითხვებს უპასუხა, ამავდროულად მარკუსის შესახებაც ისაუბრა."მე მომწონს რეშფორდის სათამაშო სტილი, იგი ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელია.",-აცხადებს ლეაო.
რეშფორდი შთამბეჭდავ სეზონს ატარებს. ჰაგის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ მან შეძლო ფორმის დაბრუნება და გუნდისთვის სარგებლის მოტანა. 25 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში 29 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.