გუშინდელი მარცხის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა გუნდის თამაში შეაფასა და დე ხეას შესახებაც ისაუბრა.
დე ხეას დაშვებული შეცდომის გამო გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩში უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.
"ჩვენ უამრავი მომენტი შევქმენით, თუმცა გოლის გატანა ვერ შევძელით. გაშვებული გოლის შემდეგ კი ვერ მოვახერხეთ მატჩში გარდატეხის შეტანა. დავიდის დაშვებულ შეცდომაზე ყურადღების გადატანა არ ღირს, რადგან შეცდომებს ყველა უშვებს.
უამრავ მატჩში გადაგვარჩინა დე ხეამ, აქედან გამომდინარე მან არ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგზე. ერთ-ერთი ცუდი სეზონი გვაქვს გატანილი გოლების თვალსაზრისით, მიუხედავად, იმისა, რომ არიან ფეხბურთელები გუნდში ვისაც შეუძლიათ ამის გაკეთება.
ყველაფერი ჩვენს ხელშია. აუცილებლად უნდა აღვიდგინოთ ძალები და დარჩენილ მატჩებში შევძლოთ მაქსიმალური ქულების მოპოვება, რადგან სეზონი ოთხეულში დავასრულოთ.",-აცხადებს ფერნანდეში.
ინტერვიუები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.