"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის 36-ე ტურის მატჩს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართავს. გთავაზობთ ტრავმირებულ მოთამაშეებთან დაკავშირებით უახლეს ცნობებს და მათი დაბრუნების სავარაუდო თარიღებს.
რაფაელ ვარანი
გარნაჩოს მსგავსად ვარანის აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. ფრანგმა ტრავმა "სევილიასთან" გამართულ მატჩში მიიღო.
რაფასთან ერთად აღნიშნულ მატჩში გუნდს ლისანდრო მარტინესიც გამოაკლდა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, არსებობს შანსი მომდევნო შაბათს "ვულვზთან" გასამართ მატჩში დაბრუნდეს ვარანი.
სავარაუდო დაბრუნების თარიღი:13 მაისი.
სკოტ მაკტომინეი
ასევე რეაბილიტაციას გადის, თუმცა სკოტის მდგომარეობა არ არის ჯერ ისეთი როგორიც ვარანის და გარნაჩოსი. მან ამ კვირის დასაწყისში ფოტო ატვირთა სოციალურ ქსელში, რითიც მიგვანიშნა, რომ მის დაბრუნენამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი.
სავარაუდო დაბრუნების თარიღი:უცნობია.
ლისანდრო მარტინესი
არგენტინელმა "სევილიასთან" მატჩში ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, შესაბამისად ეს სეზონი ლისანდროსთვის დასრულებულია.
სავარაუდო დაბრუნების თარიღი:პრე-სეზონი.
ვან დე ბეეკი
მარტინესის მსგავად ამ სეზონში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვან დე ბეეკიც. ჰოლანდიელმა იანვარში მუხლზე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც რთული ოპერაციის გაკეთება მოუწია.
სავარაუდო დაბრუნების თარიღი:პრე-სეზონი.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.