თბილისი:
მანჩესტერი:
6-05-2023, 13:48
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 877,
კომენტარები: 6
დაბრუნების მოლოდინში
კოტ'დივუარელი ყოფილ კლუბს უახლოვდება.
დაბრუნების მოლოდინში
ჩემპიონშიფში ასპარეზობის შემდეგ ამად დიალო ყოფილ კლუბში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. "სანდერლენდში" ასპარეზობით ფეხბურთელმა ერიკ ტენ ჰაგს თავი ნამდვილად მოაწონა.

ლიუკ ედვარდსის იუწყება, რომ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და დიალო "ოლდ ტრაფორდს" დაუბრუნდება.

რაც შეეხება კოტ'დივუარელის ამჟამინდელ კლუბს, ისინი პრემიერ ლიგაში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს არიან.

დიალომ მათ რიგებში საერთო ჯამში 36 შეხვედრა ჩაატარა, კლუბის გულშემატკივრები კი 12 გოლით და 3 საგოლე გადაცემის შესრულებით გაახარა.

შეგახსენებთ, რომ დიალოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავის დროზე იტალიური "ატალანტა"-დან განახორციელა.
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
6 მაი 2023 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
კარგ სეზონს ატარებს მაგრამ ჩემპიონშიპი ერთია და პრემიერლიგაში რამდენად იქნება ესეთი წარმატებული საინტერესოა
0
№2
ავტორი: f.c.mu
6 მაი 2023 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 376
აუცილებელია რო დაბრუნდეს, ვხედავთ უკვე გადამწვარია გუნდი
ყოველ მესამე დღეს თამაში კატასტოფააა, მინიმუმ 2 გუნდი უნდა გყავდეს უკვე ისეთი თემა იჩითება
0
№3
ავტორი: Kate
6 მაი 2023 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
დაბრუნდეს და მისცენ შანსი. რეალურად არ გვინახავს ეს ბიჭი. ჯობია ვნახოთ მართლა რა შეუძლია. ოღონდ ეგაა ტენ ჰაგი რამდენად მისცემს შანსს, ეგ მარტო იმ თავის ფავორიტს ათამაშებს, მაშინაც კი როცა ვერ თამაშობს ზემოთხსენებული ფავორიტი
0
№4
ავტორი: K1llsw1tch
7 მაი 2023 11:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ციტატა: Kate
დაბრუნდეს და მისცენ შანსი. რეალურად არ გვინახავს ეს ბიჭი. ჯობია ვნახოთ მართლა რა შეუძლია. ოღონდ ეგაა ტენ ჰაგი რამდენად მისცემს შანსს, ეგ მარტო იმ თავის ფავორიტს ათამაშებს, მაშინაც კი როცა ვერ თამაშობს ზემოთხსენებული ფავორიტი


გეთანხმები. სამწუხაროდ აქვს ფავორიტიზმის ნიშნები მელოტსაც, რაც ასე გვძაგდა მოურინიოს და ოლეს დროს. უაზრო გაჯიუტებას არავისთვის მოუტანია სიკეთე, ჯობია თავისი სიამაყე გადაყლაპოს და აღიაროს, რომ უვარგისი ტრანსფერები მასაც მოსდის და კიდევ მოუვა არაერთი, როგორც ყველა მწვრთნელს. ეგ არაა ტრაგედია, ტრაგედია შეცდომის არაღიარება და შენი სიჯიუტით კლუბის დაზარალებაა.
1
№5
ავტორი: Kate
7 მაი 2023 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: K1llsw1tch
ციტატა: Kate
დაბრუნდეს და მისცენ შანსი. რეალურად არ გვინახავს ეს ბიჭი. ჯობია ვნახოთ მართლა რა შეუძლია. ოღონდ ეგაა ტენ ჰაგი რამდენად მისცემს შანსს, ეგ მარტო იმ თავის ფავორიტს ათამაშებს, მაშინაც კი როცა ვერ თამაშობს ზემოთხსენებული ფავორიტი


გეთანხმები. სამწუხაროდ აქვს ფავორიტიზმის ნიშნები მელოტსაც, რაც ასე გვძაგდა მოურინიოს და ოლეს დროს. უაზრო გაჯიუტებას არავისთვის მოუტანია სიკეთე, ჯობია თავისი სიამაყე გადაყლაპოს და აღიაროს, რომ უვარგისი ტრანსფერები მასაც მოსდის და კიდევ მოუვა არაერთი, როგორც ყველა მწვრთნელს. ეგ არაა ტრაგედია, ტრაგედია შეცდომის არაღიარება და შენი სიჯიუტით კლუბის დაზარალებაა.

ზუსტად. შეიძლება ეგ ანტონი აიაქსში თამაშობდა მაგრამ მანჩესტერში ჯერ ვერ აჩვენა ვერაფერი.
შეცდომებს ფერგიც აღიარებდა, მისთვის კლუბზე დიდი არავინ იყო. მაგრამ ჩემი აზრით ახლა სხვა დროა-ეს გადაბერილი სატრანსფერო ფასების ახდენს გავლენას მწვრთნელებზეც. ამდენი დაჯდა ესე იგი უნდა ათამაშო. იგივე ფასები ფეხბურთელებსაც სტრესავს.
აი ეს მოიტანა მილიარდერების ფეხბურთში მოსვლამ და მათთვის ფინანსური თავისუფლების მიცემამ.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2023 19:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მაინც უნდა მიეცეს შანსი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top